
დონეცკის რეგიონის 55% პროცენტს რუსეთი, 45%-ს კი უკრაინა აკონტროლებს. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების კონცენტრაცია ხდება სლოვიანსკსა და ლიმანში.
მისივე ცნობით, გრძელდება დაბომბვა ბახმუტი-ლისიჩანსკის გზატკეცილზე, რათა სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის მომარაგება შეწყდეს.
"ძალიან რთულია იმის თქმა, რომ დანარჩენს [დონეცკის ქალაქებს/ტერიტორიებს] მტერი აკონტროლებს, რადგან ამ ქალაქებს მტერი ანადგურებს - ისინი უბრალოდ ტერიტორიებია", - განაცხადა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ ხუთშაბათს.
მისი თქმით, უკრაინულ ძალებს წინ სერიოზული ბრძოლები აქვთ.