Cisco-მ და Nike-მა განაცხადეს, რომ რუსეთს სრულად ტოვებენ

გამოქვეყნდა:

ამერიკულმა კომპანიებმა Cisco Systems (CSCO.O) და Nike-მა განაცხადეს, რომ სრულად გასვლას გეგმავენ რუსეთიდან.

სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი Cisco შეწყვეტს თავის საქმიანობას რუსეთსა და ბელარუსში, განაცხადა კომპანიამ. Cisco-მ შეაჩერა ბიზნეს ოპერაციები, მათ შორის გაყიდვები და მომსახურება, რუსეთში მარტში.

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა Nike-მა თქვა, რომ სრულად ტოვებს რუსეთს ოპერაციების შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ.

უცხოური კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ომის გამო რუსეთიდან გასვლას ცდილობენ უახლოეს კვირებში ახალი კანონის მიღების პერსპექტივის წინაშე დგანან. კანონო მოსკოვს საშუალებას მისცემს ჩამოართვას აქტივები და დააწესოს მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ამან ხელი შეუწყო ზოგიერთი ბიზნესის მხრიდან დაჩქარდეს ქვეყნიდან გასვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი