
ხარკოვის რაიონში რუსეთის დაბომბვას ბალაკლიას 2 მცხოვრების სიცოცხლე ემსხვერპლა. რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში კი 10 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩუგუევში ექვსი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 და 9 წლის ბავშვები. ჩუგუევსკის რაიონის სოფელ ველიკაია ბაბკაშიც კაცი დაჭრეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა იზიუმსკის რაიონის სოფელ ანდრეევკას 2 მცხოვრები.ბოგოდუხოვსკის რაიონში ზოლოჩოვში 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა", - აცხადებს უწყება.
ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს 4 თვე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან.