"გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, ამ თემას ჩავუღრმავდებით" - ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ წაყენებულ ყველა პირობას, მათ შორის დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლება "პირნათლად შეასრულებს". 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში ბრიუსელში კონსულტაციებს გაივლიან, რათა ამ საკითხზე მეტი განმარტებები მიიღონ. 

მანვე თქვა, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაცია "ნამდვილად არ არის გამოწვევა".

"მე როცა ვთქვი, რომ ჩვენს მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. საკითხი რომელიც ახსენეთ, დეოლიგარქიზაცია - ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას ჩავუღრმავდებით. მოგეხსენებათ, აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და კარგად იცით, რომ ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა. მაგრამ, ამ პირობასაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა [დეპოლარიზაცია]“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ის ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ საკითხს ოპოზიციის გარეშე ვერ მოაგვარებს.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი