შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ სტატუსი და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ჩვენთვის უკეთესიც იყოს, რომ ჯერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მივიღეთ და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს. მან ისევ გაიმეორა, რომ სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისთვის ავანსია.

"ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, ანუ მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ აი ამ პირობებს არ შეასრულებთ, მე თუ მკითხავთ, ვითვალისიწნებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს გამანადგურებელს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებითა და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს, ჩვენთვის რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე განმარტებით, პოლარიზაციის დასრულებას "საჩუქრის" შემდეგ იმდენი მოტივაცია აღარ ექნებოდა, ახლა კი მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც მეტი მოტივაცია აქვს რომ ეს პირობა შესრულდეს. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი