G7 და NATO ერთად უნდა დარჩეს რუსეთის ომის წინააღმდეგ - ბაიდენი შოლცს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დასავლეთი უნდა იყოს ერთიანი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ.

"ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთად" - უთხრა ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს G7-ის სამიტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

"პუტინი თავიდანვე ფიქრობდა, რომ როგორღაც NATO და G7 დაიშლებოდა, თუმცა ჩვენ არ დავიშალეთ და არც ვაპირებთ", - თქვა ბაიდენმა.

ცნობისთვის, გერმანიაში G7-ის სამიტი მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომი და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი