"G7-ის ქვეყნები იზიარებენ მიზანს, შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას" | მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები იზიარებენ მიზანს, შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას.

ბავარიაში G7-ის სამიტის დაწყებამდე, მიშელმა თქვა, რომ რუსეთის ომმა მსოფლიო რისკის ქვეშ დააყენა, მისივე თქმით, ომმა გავლენა იქონია საკვებისა და საწვავის მარაგზე, ასევე ფასებსა და უსაფრთხოებაზე.

მანვე აღნიშნა, რომ G7-სა და ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერაში ურყევი ერთობა აქვს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, EU მზადაა გამოყოს დახმარება და მხარი დაუჭიროს უკრაინის აღდგენას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ომი ასევე აყალიბებს ევროკავშირს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მიცემით.

"ომი ნიშნავს, რომ მსოფლიო შეიცვალა გასული წლის G7-ის სამიტის შემდეგ კორნუოლში. მსოფლიო გვიყურებს - მოდით მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და დავიცვათ საერთაშორისო სამართალი", -  განაცხადა შარლ მიშელმა​.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი