რა ახალი სანქციები შეიძლება დაუწესდეს რუსეთს? - G7-ის შეხვედრა გერმანიაში

გამოქვეყნდა:

გერმანიაში დიდი შვიდეულის სამიტზე, წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ

ახალი სანქციები მოიცავს:

შეზღუდვას ოქროზე:

კვირას, 26 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ და იაპონიამ განაცხადეს, რომ ისინი აკრძალავენ რუსული ოქროს იმპორტს. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა G7-ის სხვა წევრ ქვეყნებს - გერმანია, საფრანგეთი და იტალია - შესთავაზა, რომ შეუერთდნენ აკრძალვებს.

2021 წელს რუსეთში ოქროს ექსპორტი £12.6 მლრდ ($15.4 მლრდ) ღირებულებას შეადგენდა. დიდი ბრიტანეთის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მისი მნიშვნელობა გაიზარდა, რადგან რუსი ოლიგარქები ჩქარობენ, რომ სანქციებს თავი აარიდონ.

შეზღუდვას ნავთობზე:

CNN-ის ინფორმაციით, G7 შეთანხმდა, რომ შეეცდებიან შეზღუდონ რუსული ნავთობის ფასი. 

როგორ, როდის და რამდენით დაიფარება რუსული ნავთობის ფასი, ეს ჯერ კიდევ უცნობია. აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამაზე წევრ ქვეყნებს შორის დისკუსიები მიმდინარეობს. 

შეზღუდვას რუსეთის თავდაცვის სექტორზე:

აშშ-მა ასევე დააანონსა ახალი სანქციები რუსეთის თავდაცვის სექტორის მიმართ.

"G7-ის ლიდერები გააფართოებენ მიზანმიმართულ სანქციებს, რათა კიდევ უფრო შეზღუდონ რუსეთის წვდომა დასავლურ ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია მხარი დაუჭიროს რუსეთის შეიარაღების ინდუსტრიას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

G7-ის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსულ ექსპორტზე დაწესებული უფრო მაღალი სავაჭრო ტარიფებიდან შეგროვებული თანხა უკრაინას დახმარების სახით უნდა გადაეცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი