კრემლი უსაფუძვლოს უწოდებს რუსეთის დეფოლტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.  პესკოვის თქმით, "ბრალდებები" რუსეთის  საგარეო ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ უკანონოა, ვინაიდან შესაბამისი გადახდა უცხოურ ვალუტაში მიმდინარე წლის მაისში მოხდა.

„ამ საქმეში დეფოლტის ეს ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, რადგან ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა აუცილებელი გადახდა უცხოურ ვალუტაში და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა (საერთაშორისო დეპოზიტარმა) დააკავა ეს თანხა, არ მოუტანა იგი მიმღებს, აღარ არის ჩვენი პრობლემა“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა ჟურნალისტებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი, რომ არსებული ვითარება დეფოლტი იყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი