არახამია ოლიგარქ ივანიშვილს კიდევ ერთხელ ამხელს | ვის შეეხება სანქციები

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი სანქციებისთვის უნდა მოემზადოს. უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ქართველ ოლიგარქს და ხელისუფლების ლიდერებს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და სანქციებს უანონსებს. დავით არახამია ქართველ ოლიგარქს და მის პოლიტიკურ კლანს პირდაპირ სდებს ბრალს ტერორიზმის სპონსორების დახმარებასა და უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნაში.

უკრაინელი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ ქართველების უცხოეთში გადარიცხვები და ფინანსური ანგარიშების მონაცემების გასაჯაროვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კრემლის სასარგებლოდ მოქმედების სქემა სრულად გაიშიფრიბა და სანქციები გარდაუვალი გახდება. 

მუქარა, როგორც ჩანს რეალურია. მხოლოდ ამ ხმაურიანი განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეაგირება ჰქონოდა "მთავარი არხის" ექსკლუზივზე კიდევ ერთი რუსული კონტარაბანდის შესახებ, რომლის გათეთრებაც საქართველოში იგეგმებოდა.

სწორედ ჩვენმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს გემი, რომელიც რუსეთიდან ბათუმში შემოვიდა - სანქცირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთით. ამ ინფორმაციის ჯერ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში გახმაურებისა და კიევში გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" თავის მართლება დაიწყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი