Bayraktar-ის მწარმოებელი კომპანია უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გადასცემს

გამოქვეყნდა:

თურქულმა კომპანია Baykar-მა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს 3 უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ს. ისინი კერძო შემოწირულობებით უნდა ეყიდათ.

უკრაინული საქველმოქმედო ფონდი Serhiy Prytula აწარმოებდა საერთაშორისო კამპანიას, რათა მოეგროვებინა ფული სამი Bayraktar TB2-ს შესაძენად. 

კომპანიამ განაცხადა, რომ სურს ბიზნესმენებისა და უბრალო ადამიანების მიერ შეგროვებული ფულით ომისგან დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი