მიკოლაევში რუსეთის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 წლის გოგო

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ მიკოლაევის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსებმა ღამით დაახლოებით 11 რაკეტა ისროლეს. ვიტალი კიმის თქმით, ზოგიერთი მათგანი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

მისივე განცხადებით, 3 ადამიანი დაიღუპა  მიკოლაივის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სანაპირო ქალაქ ოჩაკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის ერთი 6 წლის გოგოა. 

დაშავდა 6 ადამიანი.

სამხრეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენუკმა განაცხადა, რომ რუსებმა გამოიყენეს KH-22 რაკეტები - იგივე ტიპის რაკეტები, რომლებიც ორშაბათს დაარტყეს კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი