
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას მნიშვნელოვანი ოდენობის ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორსა და დამხმარე მანქანებს გაუგზავნის.
"მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადასაადგილებლად ჯარებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა. საფრანგეთი მნიშვნელოვანი რაოდენობის VAB სატრანსპორტო მანქანებს გააგზავნის, რომლებიც შეიარაღებულია",- თქვა სებასტიან ლეკორნუმ.
შეიარაღებული ძალების მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის მიაწვდის ამ აღჭურვილობას საფრანგეთი უკრაინას. როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთი ასევე განიხილავდა უკრაინისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო Exocet რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას.