რუსეთი ამტკიცებს, რომ კრემენჩუკში იარაღის საწყობი დაბომბა, რასაც "არაფუნქციურ" სავაჭრო ცენტრში ხანძარი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს საწყობზე, სადაც აშშ-დან და ევროკავშირიდან გამოგზავნილი იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა.

"მაღალი სიზუსტის დარტყმის შედეგად, დასავლური წარმოების იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც კონცენტრირებული იყო საწყობში შემდგომი გადაზიდვისთვის დონბასში უკრაინული ჯარებისთვის, დაიბომბა", - წერია განცხადებაში. 

სამინისტრო ასევე ამტკიცებს, რომ ობიექტის დაბომბვის შედეგად საწყობში შენახული დასავლური იარაღი აფეთქდა, რამაც "მეზობლად მდებარე არაფუნქციურ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გამოიწვია".

რუსეთის მიერ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დაბომბვისას შენობაში 1000-მდე ადამიაი იმყოფებოდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 59 ადამიანი, მათ შორის 25 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ ცენტრს რუსებმა 2 რაკეტა ესროლეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი