"მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან" - გრეგოროვას პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

ჩეხი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგორევა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს ირონიულ განცხადებაზე, რომ გრეგორევას საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს და მისი პარტია ჩეხეთში 15%-ს იღებს. 

"დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია საკმაოდ ამაყობს თავისი პლურალიზმით. ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომელიც ასახავს საზოგადოების მრავალფეროვნებას"- წერს მარკეტა გრეგორევა. 

 ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გრეგოროვას პარტია თავის ქვეყანაში 15%-ს იღებს და ამის გამო, კობახიძის ანალიზით, ევროპარლამენტარს არ აქვს უფლება ქართულ ოცნებას რჩევები მისცეს, ან გააკრიტიკოს. 

იხილეთ კობახიძის განცხადება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი