ვივარაუდო, რომ პარტიიდან გარიცხავთ? - კინზინგერი წაქაძის ინტერვიუზე "ოცნებას" მიმართავს

გამოქვეყნდა:

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი "მთავარი არხის" ინტერვიუს "ქართული ოცნების" მილიონერ დეპუტატ, ბეჟან წაქაძესთან, რომელშიც ის სტალინზე ნოსტალგიურად საუბრობს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

საუბარია კომენტარზე, რომელშიც წაქაძე ამბობს, რომ საჭიროა "მკაცრი ხელი" და "სტალინსაც ჰქონდა რაღაც კარგი". მაგალითად, წაქაძის თქმით, სტალინმა კარგად იცოდა რუსული, ქართული და იყო "მორწმუნე".

ამერიკელი კონგრესმენი "ოცნებას" მიმართავს და Twitter-ზე წერს:

"რა? რას ამბობს "ქართული ოცნება"? ვივარაუდო, რომ თქვენ მას თქვენი პარტიიდან გარიცხავთ?,- წერს ის.

შეგახსენებთ, რომ წაქაძის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი  ფერწერული ნამუშევარი, სტალინის მიერ დახატული  „თაიგულია“.  დეპუტატმა საბჭოთა დიქტატორის ნახატში 66 ათასი ლარი გადაიხადა და ტილო  ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მდიდრულ სახლში აქვს ჩამოკიდებული. 

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი