რუსებმა ნიკოლაევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი

გამოქვეყნდა:

29 ივნისს დილით რუსებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი დაბომბეს. რაკეტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. სამი ადამიანი დაიღუპა 5 კი დაიჭრა. 

ინფორმაცია რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა გაავრცელა.

მოქალაქეებს მოუწოდებენ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გავიდნენ გარეთ საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე, ასევე, არ გამოაქვეყნონ ფოტოები დაბომბვის ადგილებიდან.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი