ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს - ოლენა ზელენსკა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პირევლი ლედი, ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ უკრაინელები ვერ ხედავენ მათი ტანჯვის დასასრულს. ამ თემაზე მან CNN-თან ისაუბრა. 

"ძალიან რთულია 5 თვის გატარება. ჩვენ უნდა დავზოგოთ ჩვენი ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს",- უთხრა მან CNN-ს.

პირველმა ლედიმ ორშაბათს სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას "ტერორიზმი" უწოდა და თქვა, რომ შოკირებულია მომხდარით. 

ამჟამად უკრაინაში მძიმე ბრძოლები აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. რუსეთის მიერ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშის 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 50-ზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი