აშშ-მ სანქციები დაუწესა ხუთ ჩინურ კომპანიას რუსული არმიის მხარდაჭერის გამო

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა ხუთი ჩინურ კომპანიას რუსეთის თავდაცვისა და სამხედრო სექტორის მხარდაჭერის გამო.

Financial Times-ის ცნობით, შესაბამისმა სამინისტრომ ჩინეთის ეს კომაპნები სპეციალურ სიაში შეიყვანა. სიაში შედის Connec Electronic, King Pai Technology, Sinno Electronics, Winninc Electronic და World Jetta (HK) Logistics.

სანქციები ხელს უშლის ამ კომპანიებს აშშ-ს პროდუქციის ექსპორტზე.

"დღევანდელი ქმედებები არის ძლიერი სიგნალი იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მთელს მსოფლიოში, რომ თუ ისინი შეეცდებიან რუსეთის მხარდაჭერას, შეერთებული შტატები მათ მიატოვებს", - თქვა აშშ-ს ვაჭრობის მდივნის მოადგილემ ალან ესტევსმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს და იმეორებს კრემლის პროპაგანდას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი