
"მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის [ალიანსში] გაწევრიანებას", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე. როგორც კულება წერს, უკრაინის მიმართ ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას შეუწყობს ხელს.
"დღეს მადრიდში, ნატომ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც [ალიანსში] ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს", - წერს კულება.