ევროპარლამენტის შემდეგ, დეოლიგარქიზაციაზე საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი ალაპარაკდა. ალიანსი, რომელიც 77 წევრ ქვეყანას აერთიანებს, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, მთავარი გამოსავალი კი დეოლიგარქიზაცია.
რეზოლუცია მიღებულია, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მძლავრმა გაერთიანებამ ივანიშვილის რეჟიმს პოლიტიკური განაჩენი 1 დოკუმენტით გამოუტანა.
ნიკა გვარამიას დაკავება, მიხეილ სააკაშვილის წამება, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა - ხელისუფლებას საკუთარი ლობისტებიც კი ემიჯნებიან. "ოცნების" პარტნიორები აღარ მალავენ, რომ ოლიგარქის გუნდმა დასავლურ კურსს გადაუხვია და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.