
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა G7-ის ლიდერების ხუმრობას უპასუხა და პოეტ ალექსანდრე პუშკინის სიტყვები გაიხსენა - "შეგიძლია იყო გონიერი ადამიანი და იფიქრო შენი ფრჩხილების სილამაზეზე".
"არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება: წელამდე, წელს ქვემოთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ამაზრზენი სანახაობა იქნება. [პუშიკინის ციტატა] ამაში ვეთანხმები, ადამიანში ყველაფერი ჰარმონიული უნდა იყოს: სულიც და სხეულიც. მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი ასე ჰარმონიული იყოს, უნდა მიატოვო ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და სხვა მავნე ჩვევები, დაკავდე ფიზიკულტურითა და სპორტით", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებთან ამჟამად კარგი ურთიეთობა აქვს და აღნიშნა, რომ "თუ მოინდომებენ", საკუთარ თავზე იმუშავებენ, მიაღწევენ საჭირო წარმატებას. იხილეთ ასევე: