
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინას კიდევ 800 მლნ
დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს უკრაინისთვის 800 მლნ აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც სავარაუდოდ მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, კონტრ-ბატარეის სისტემებსა და სხვა იარაღს.
ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინას ამ დროისთვის 50 მლრდ დოლარზე მეტი დახმარება გაუგზავნა.