ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინს ზელენსკის შეტყობინება გადასცა

გამოქვეყნდა:

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის შეტყობინება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცა.

"პრეზიდენტ ზელენსკის შეტყობინება პრეზიდენტ პუტინს გადავეცი და გამოვთქვი მზადყოფნა ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დამყარებისთვის“,- თქვა ვიდოდომ

მან არ გაამჟღავნა, რა წერია მესიჯში, მაგრამ თქვა, რომ გამოხატა თავისი "მზაობა" დაეხმაროს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ინდონეზიის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა. უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში მან რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული ირპენი მოინახულა. პრეზიდენტი ასევე შეხვდა 
ვოლოდიმერ ზელენსკისაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი