გაეროს ცნობით, თითქმის 16 მლნ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება

გამოქვეყნდა:

ჰუმანიტარული დახმარება თითქმის 16 მლნ უკრაინელს სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინაში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, ოსნატ ლუბრანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს კონსერვატიული რიცხვებია, რომლებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გადახედავს.

"დღეს უკრაინაში თითქმის 16 მლნ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება: წყალი, საკვები და ჯანდაცვის სერვისები“, - თქვა ოსნატ ლუბრანმა.

მისივე თქმით, ომის გამო მინიმუმ 6 მლნ ადამიანი იძულებით გადაადგილებულია და კიდევ 5,3 მლნ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ლტოლვილადაა ქცეული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი