უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან, სესხის სახით, 446,8 მლნ ევრო მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 446,8 მლნ ევროს ოდენობის სესხი მიიღო - ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაფინანსებიდან 424,6 მლნ ევრო დიდი ბრიტანეთის გარანტითაა მიღებული.

"უკრაინამ მიიღო სესხი მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში „სახელმწიფო ხარჯების მხარდაჭერა უკრაინაში მდგრადი საჯარო ადმინისტრაციის უზრუნველსაყოფად, ჯამური თანხა 446,8 მილიონი ევროა. ამ დაფინანსებით, დიდი ბრიტანეთის გარანტია 424,6 მილიონი ევროა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის ფინანსთა მინისტრის სერგეი მარჩენკოს განცხადებით, ეს თანხა საჯარო სექტორის თანამშრომლების ადეკვატურ დაფინანსებას უზრუნველყოფს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი