"პუშკინის რა ბრალია, პუტინი რომ დაიბადა?" | ხარკოვში, პუშკინის ქუჩას და მეტროსადგურს სახელს არ შეუცვლიან

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, პუშკინის ქუჩას და ამავე სახელწოდების მეტროსადგურს სახელს არ გადაარქმევენ, - ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თუმცა, ტერეხოვის თქმით, ქალაქი რუსეთთან ასოცირებული 400-მდე სახელის შეცვლას გეგმავს.

"პუშკინის რა ბრალია, რომ პუტინი დაიბადა? უფრო მეტიც, პუშკინი არის მსოფლიოში ცნობილი პოეტი, ისევე როგორც ლერმონტოვი. არიან სხვა გამოჩენილი პოეტები, მწერლები, მხატვრები. ჩვენ არ გვჭირდება ერთი საზომი... ჩვენ ვისწავლეთ პუშკინისა და ლერმონტოვის მშვენიერი ლექსები, პუშკინი დარჩება პუშკინი. გვაქვს პუშკინის ქუჩა, გვაქვს პუშკინის სახელობის მეტროსადგური დაე, დარჩეს", - თქვა ტერეხოვმა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის უამრავმა ქალაქმა აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებულ ქუჩებს სახელები შეუცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი