
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის "რკინის ფარდა" ეშვება. მისი თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა აღარ არსებობს.
”ევროკავშირმა გაანადგურა ურთიერთობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო აგებული ჩვენსა და ევროკავშირს შორის”, - თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის ისევ ღიაა.