ოდესის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა - მინიმუმ ერთი ბავშვია

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორსი 16 ადამიანი საცხოვრებელი კორპუსზე დარტყმას ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი რეკრეაციულ ცენტრზე მომხდარ თავდასხმას. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. 

დაშავებულია 38 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი. 

მაშველებმა 8 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვი გადარჩინეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი