
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის უმაღლეს რადას მიმართა. მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მხარდაჭერა "იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება".
"ევროპა დაუდგება გვერდით უკრაინას, სანამ დასჭირდება. ჩვენ არ დავისვენებთ სანამ არ გაიმარჯვებთ. თქვენი მამაცი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე იღებენ მსხვერპლს უკრაინისა და მისი ხალხის მიწის დასაცავად და ხაზების მიღმა უამრავი სხვა უკრაინელი მუშაობს ამ ეროვნული მცდელობის მხარდასაჭერად. ყველა მათგანი იმედოვნებს ქვეყნის ნათელ მომავალს", - თქვა ლაიენმა.
მისივე თქმით, წინ გრძელი გზაა და ევროპა ყველა ნაბიჯზე უკრაინის გვერდით იქნება.
"წინ გრძელი გზაა, მაგრამ ევროპა თქვენს გვერდით იქნება ყოველ ნაბიჯზე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ომის ამ ბნელი დღეებიდან იმ მომენტამდე, როცა გადაკვეთთ კარს, რომელიც მიდის ევროკავშირში", - თქვა მან.
რადას სხდომათა დარბაზში დღეს საზეიმოდ ევროკავშირის დროშაც აღმართეს.