
"კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ შემდეგ ჯერზე უკრაინაში გაემგზავრებით ბორშჩის გასასინჯად!" - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს არის უზარმაზარი გამარჯვება უკრაინის კულინარიულ ფრონტზე რუსული ამბიციების წინაშე, მიითვისოს და გაანადგუროს მათი კულტურული მემკვიდრეობა. ახლა კი უკრაინული ბორშჩი აღიარებულია მთელ მსოფლიოში.
იუნესკოს ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება „უკრაინული ბორშჩის მომზადების კულტურა“ შეიტანოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რომელიც საჭიროებს სასწრაფო დაცვას.
"ამ არამატერიალურ მემკვიდრეობას ომის გამო ფრაგმენტაცია ემუქრება. ბორშჩის მომზადება და გაზიარება უკრაინელი ხალხისთვის იმედისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა, როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბორშჩი უკრაინული კულინარიული ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. რეცეპტების მრავალფეროვნების მიუხედავად, რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ რეგიონებზე, არამედ ოჯახების სპეციფიკაზე, ის უკრაინელების ერთიანობის სიმბოლოა.