
უკრაინაში, კიევის ერთ-ერთ ქუჩას "აზოვის გმირების" სახელს დაარქმევენ. ეს გადაწყვეტილება მოსახლეობამ, ინტერნეტგამოკითხვისას მიიღო.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მსგავსი გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღეს ლვოვშიც. ადგილობრივი ხელისუფლება მარიუპოლის გმირების პატივსაცემად ერთ-ერთ ქუჩას სწორედ "მარიუპოლის გმირების" სახელს დაარქმევს.