"ერთადერთი ოლიგარქი, რომელსაც ევროპული კომისია და საბჭო გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილია" | კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

"ერთადერთი ოლიგარქი, რომელსაც ევროპული კომისია და საბჭო გულისხმობს, ბიძინა ივანიშვილია" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში დღის სტუმარი საუბრობს. 

მისივე თქმით, "უნდა გაიგოს [ივანიშვილმა], რომ პერსონალურად ის ხდება დაბრკოლება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაში"

კუბილიუსი ამბობს იმასაც, რომ "ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, რომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი", თუმცა, ამბობს იმასაც, რომ საქართველოს სამთავრობო პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

"ჩვენ ძალიან ღიად ვთქვით რა პრობლემებია და დავასახელეთ იმ 12 პუნქტში და რასაკვირველია, საქართველოს მთავრობას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა ამ პრობლემების გადასაჭრელას" - ამბობს კუბილიუსი. 

ევროპარლამენტარი პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებითაც საუბრობს. ამბობს, რომ "საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გააცნობიეროს, რომ სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენა დიდი პრობლემაა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი