მარიუპოლის ბევრი დამცველი ქალი ტყვეობაში რჩება - ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, აზოვის პოლკის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ნიკიტა ნადტოჩი იტყობინება.
ვიდეომიმართვაში, ის ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფ ქალებს შორის მებრძოლების გარდა, მედიკოსებიც არიან.
„ამ სიიდან მხოლოდ 1 სამხედრო მოსამსახურე ქალი იყო წარდგენილი გაცვლაზე. მარიუპოლის გარნიზონის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბევრი ქალია, მედიკოსი, რომლებიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდნენ“, - განაცხადა მან.