რუსეთის სამხედრო ძალები ლისიჩანსკის გარშემო მცირე წარმატებას აღწევენ - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები საჰაერო და საარტილერიო დარტყმების მეშვეობით ლისიჩანსკის გარშემო მცირე წარმატებას აღწევს.

ასევე, დაზვერვის ცნობით, უკრაინული ძალების ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, ლისიჩანსკის სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში რუსების ქმედებების დაბლოკვას ცდილობენ.

გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთი უკრაინაში თავდასხმისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენებას აგრძელებს, სავარაუდოდ იმის გამო, რომ მათ უფრო თანამედროვე იარაღის მარაგი ამოეწურათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი