უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება ისეთივე, როგორც NATO-ს წევრებისთვის - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ქვეყანა მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ომის შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა მისი თქმით, ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის. 

"ჩვენ განვიხილავთ  ჩვენს ახლო მეგობრებთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხს, რისი მიცემაც შეგვიძლია. ეს მიმდინარე პროცესია. ცხადია, ეს არ იქნება ისეთივე, როგორიც რომელიმე NATO-ს წევრი ქვეყნისთვის", - თქვა მან. 

გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ ის "ძალიან შეშფოთებულია" მზარდი ენერგეტიკული ინფლაციის გავლენით, მისივე თქმით, "მომავალი წელი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი