უკრაინა არაფერს არ თმობს, ჩვენ დავბრუნდებით - ზელენსკი ამბობს, რომ ლისიჩანსკში უკან დაიხიეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მომართვაში განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან. მისი თქმით, უკრაინა არაფერს თმობს და დადგება დრო, როდესაც დონბასს დაიბრუნებენ.

"თუ ჩვენი არმიის სარდლობას უკან გაჰყავს ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს უდიდესი საცეცხლე უპირატესობა აქვს, კერძოდ ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის წყალობით, თანამედროვე იარაღის მიწოდების გაზრდის წყალობით.

უკრაინა არაფერს არ თმობს. და როცა ვინმე იქ მოსკოვში რაიმე ინფორმაციას ავრცელებს ლუგანსკის რეგიონის შესახებ - დაე, გაიხსენოს მათი მოხსენებები და დაპირებები 24 თებერვლამდე, ამ შემოჭრის პირველ დღეებში, გაზაფხულზე და ახლა. დაე, რეალურად შეაფასონ რა მიიღეს ამ დროის განმავლობაში და რამდენი გადაიხადეს ამაში. რადგან მათი ამჟამინდელი ანგარიშები ისევე გადაიქცევა მტვრად, როგორც წინა. ჩვენ თანდათან წინ მივდივართ - ხარკოვის რაიონში, ხერსონის რაიონში და ზღვაზე: ზმეინი ამის კარგი მაგალითია. დადგება დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზე", - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველზე დიდ კრიზისშია - "სიტყვები „კოლაფსი“, „დეფიციტი“ და „სიღარიბე“ იქნება რუსული ცხოვრების აღწერა მანამ, სანამ ამ სახელმწიფოს სურს იყოს ტერორისტული სახელმწიფო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი