კვირას სლოვიანსკის დაბომბვას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 15

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის საჯარო ინფორმაციისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კვირას ქალაქ სლოვიანსკის დაბომბვისას სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

კვირას ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უძლიერეს დაბომბვას განიცდიდნენ და რომ 15-მდე ხანძარი იყო სლოვიანსკის გარშემო.

დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კვირას დილით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კრამატორსკზეც, სადაც 3 რაკეტა ჩამოვარდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი