რუსებმა ბახმუტის ორი მცხოვრები მოკლეს, დაშავდა 4 ადამიანი - კირილენკო

გამოქვეყნდა:

რუსებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტში 4 ივლისს ორი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაშავდა 4 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, პაველ კირილენკომ გაავრცელა. 

"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 4 ივლისს რუსებმა დონბასში - ბახმუტში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. კიდევ 4 ადამიანი დაშავდა", - თქვა მან.

მერის თქმით, გარდა ამის კონსტანტინოვკაში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ლუგანსკის რაიონში დაჭრილ 2 ადამიანს.

კირილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი