თვალთვალი ხატია დეკანოიძეზე - დეპუტატი პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

ხატია დეკანოიძე მისი უკანონო თვალთვალის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საქმეზე სარჩელი საქართველოს პროკურატურასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეიტანა.

შესაბამის განცხადებას და ფოტო მტკიცებულებებს ის საგამოძიებო ორგანოს წარუდგენს.

"ჩვენ შევამჩნიეთ, როგორ ხორციელდებოდა ღია, აშკარა, ფარული თვალთვალი პარლამენტის წევრის, ანუ ჩემ მიმართ. მე ეს გადამოწმებული ინფორმაცია გავუგზავნე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოებს" ამბობს დეკანოიძე

აღნიშნულ საქმეზე დეკანოიძის ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დაიცავს.

საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში მომხდარ ფაქტს, როცა ნაციონალური მოძრაობის ერთერთ ლიდერს მოსახლეობასთან შეხვედრებისას ოთხი ავტომობილით დაყვებოდნენ და მის გადაადგილებას აკონტროლებდნენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი