ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტები დაახლოებით 2 მლნ ტონა მარცვლეულის მოსავალს იღებენ - უკრაინა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს რეგიონის მინდვრებიდან რუსები დაახლოებით 2 მილიონ ტონა მარცვლეულის მოსავალს იღებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს სამხედრო ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ გაავრცელა. 

"რეგიონში მოსავლის აღების კამპანია მიმდინარეობს", - თქვა ბალიცკიმ სამშაბათს თავის Telegram არხზე. 

მანვე დასძინა, რომ რეგიონიდან წლევანდელი მოსავალი, სავარაუდოდ, გადააჭარბებს შარშანდელ 1,5 მილიონ ტონას. მისივე თქმით, ზაპოროჟიეში გასული წლის მარცვლეულის 70% რუსეთმა უკვე გაყიდეს.

"მარცვლეულის მიწოდებას ხელს უწყობს ყირიმის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელმაც უზრუნველყო საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების შეუფერხებელი გავლა", - თქვა ბალიცკიმ.

მისივე თქმით, მარცვლეულის მწარმოებლებს "არ აქვთ შეზღუდვები" არჩევანში თუ სად გაყიდონ მარცვლეული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი