სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სლოვიანსკში რუსეთის იერიშის შედეგად

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, რუსეთის მიერ დონეცკის რეგიონში სლოვიანსკის დაბომბვისას. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს რეგიონის სამხედრო უფროსმა გაავრცელა.

"რუსები კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად უტევენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა თავმოყრილი. ეს არის სუფთა ტერორიზმი", - დაწერა დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ.

კირილენკომ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლის გადარჩენაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსებმა და სეპარატისტულმა ძალებმა ლისიჩანსკში უპირატესობა მოიპოვეს, ფაქტობრივად თითქმის მთელი ლუგანსკის რეგიონი დაიკავეს. რუსეთი ახლა ცდილობს უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფი სლოვიანსკი და კრამატორსკი დაიკავოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი