სლოვიანსკი იქნება შემდეგი საკვანძო ნაწილი დონბასისთვის ბრძოლაში - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს დაზვერვის განახლებაში განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აგრძელებს კონტროლის გამყარებას ლისიჩანსკა და ლუგანსკის ოლქებზე.

დაზვერვის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, კიდევ 5 კმ-მდე დაწინაურდნენ იზუმიდან მთავარ E40 გზაზე. 

უწყების ცნობით, რუსული ძალები ახლა დაახლოებით 16 კილომეტრში არიან ჩრდილოეთით, ქალაქ  სლოვიანსკიდან.

"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ სლოვიანსკისთვის ბრძოლა დონბასისთვის ბრძოლაში შემდეგი საკვანძო ნაწილი იქნება", - წერს დაზვერვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი