"აქ ვარ, როგორც შანტაჟის მსხვერპლი" - გალიფ ოზთურქი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ ადმინისტრაციულ სარჩელი ცოტა ხნის წინ განიხილა. გალიფ ოზთურქს მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვას ან გადაგზავნა ედავებიან.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. თენგიზ კახიძე ამბობს, რომ ბიზნესმენის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა, მათ შორის არც მარიხუანა.

ოზთურქი პროცესს დისტანციურად დაესწრო.

"საქართველო ვიცი როგორც სამართლიანი. ვენდობი თქვენს სასამართლოს. შეხება არ მქონია ამ საქმესთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და მჯერა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე საქართველოში ბიზნესისა და ტურიზმის გარდა არაფერი გამიკეთებია. აქ დანაშაულების საკეთებლად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი კეთილი საქმეებისთვის. აქ ვარ როგორც შანტაჟის მსხვერპლი", - განაცხადა მან პროცესზე.

 გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შემდეგ ბიზნეს ცენტრში 31 მაისს დააკავეს. "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ბიზნესმენმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძეს მისწერა და საიდანაც ირკვევა, რომ ოზთურქი თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებულია. 

ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი