NEXTA: ბელარუსული ბატალიონის მეთაური, უკრაინის მხარეს მებრძოლი ივან მარჩუკი ლისიჩანსკში მოკლეს

გამოქვეყნდა:

ბელარუსული ბატალიონის, "ვოლატის" 6 მებრძოლს, რომლებიც უკრაინის დასაცავად  იბრძოდნენ, ლისიჩანსკის ბრძოლის შემდეგ, ამ დრომდე ეძებენ.

მათ შესახებ მედიაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მათ შორის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ნაწილი ადგილზე დაიღუპა, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.

ბელარუსელ მოხალისეებს შორის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ივან მარჩუკია.

 ბელარუსული გამოცემა NEXTA კი იუწყება, რომ მარჩუკი ლისიჩანსკის ბრძოლის დროს, 26 ივნისს მოკლეს. 

უკრაინული UNIAN თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ის ფეხისა და თავის არეში სერიოზულად იყო დაჭრილი.

9 მარტით თარიღდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დებენ ფიცს უკრაინის დასაცავად, ბელარუსი მოხალისეები, მათ შორის, მარჩუკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი