რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე, კუნძულ ზმეინზე - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ცნობით, 7 ივლისის გამთენიისას რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ოდესის რეგიონსა და ზმეინის კუნძულზე. ინფორმაცია ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესმდივანმა, სერგეი ბრაჩუკმა გაავრცელა.

ბრაჩუკის განცხადებით, ორი რაკეტა მოხვდა ოდესის ერთ-ერთ რაიონში ორ სასოფლო-სამეურნეო საწყობს და 35 ტონა მარცვლეული განადგურდა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

მისივე განცხადებით, ორი რაკეტა ისროლეს კუნძულ ზმეინზე, საგრძნობლად დაზიანდა ნავმისადგომი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი