
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს რას ელოდება უკრაინა "დიდი ოცეულის" სამიტისგან, რომელიც ინდონეზიაში იმართება. მისი თქმით, კრემლის სრული პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია უნდა მოხდეს.
პოდოლიაკი ამბობს, რომ სამიტი რუსეთის წარმომადგენლებისთვის სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს.
"რას ელის უკრაინა G20 შეხვედრისგან? ლიდერობა და გადაწყვეტილებები: კრემლის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია. რუსეთის წარმომადგენლებისთვის G20-ის ინდონეზიის სამიტი სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა", - წერს პოდოლიაკი.