როდესაც ასეთ დაპირებას გავცემდით, ასეთი სტრუქტურების მიმართ, ყოველთვის სრულდებოდა - კობახიძე ბარიერზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ისინი ყოველთვის ასრულებდნენ ისეთი ტიპის დაპირებებს, რომლებსაც საერთაშორისო სტრუქტურების მიმართ გასცემდნენ. ამის შესახებ მან "ოცნების" ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც სტატუსის მიღების შემდეგ არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.

"რაც შეეხება თვითონ ბარიერს, ჩვენ არაფერს ვპირდებით ოპოზიციას, ეს არ არის ვალდებულების აღება ოპოზიციის მიმართ, აქ საუბარი გვაქვს ჩვენ ხაზგასმით იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ვიღებთ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წინაშე და ძალიან მარტივად არის აქ საქმე, ყოველთვის, როდესაც ასეთ დაპირებას გავცემდით, ასეთი სტრუქტურების მიმართ, ყოველთვის ეს დაპირება სრულდებოდა", - თქვა კობახიძემ. 

მისივე განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების თითოეულ პუნქტს ასრულებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ 100 დღე ოპოზიციის ნაწილმა მას ხელი არ მოაწერა, ანულირება მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი