ექიმები "იბრძვიან" იაპონიის ყოფილი ლიდერის, შინძო აბეს გადასარჩენად. CNN-ის ცნობით, ეს განცხადება მოქმედმა პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ეს არ არის მიტევებადი ქმედება," - თქვა მან.
პრემიერი აცხადებს, რომ აბე კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას გადაუდებელ დახმარებას უწევენ.
ცნობისთვის, პარასკევს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს. 41 წლის ეჭვმიტანილმა მას იარაღიდან ორჯერ ესროლა, სავარაუდოდ პირველი ტყვია აცილა, მეორე კი ზურგის არეში მოხვდა. გავრცელდა კადრები როგორ ეცმა სროლის შემდეგ ძირს 67 წლის ყოფილი პრემიერია. ის ამჟამად საავადმყოფოშია. ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, გავრცელებული ცნობით, მას გაქცევა არ უციდა.
შინძო აბე იაპონიის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო. მან პოსტი 2020 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.