
დონეცკის რეგიონში, რუსული დაბომბვის შედეგად ერთ დღეში 6 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.
"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდეევკაში, სევერსკში, პოკროვსკისა და ორლოვკაში. კიდევ 21 ადამიანი დაშავდა", - აცხადებს კირილენკო.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან, დონეცკის რეგიონში მინიმუმ 583 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 1 517 დაშავდა.
კირილენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.